ჩვენ

„ევროპის ამბებს“ ქმნის ევროპაში მცხოვრები რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი. ჩვენ გვინდა, ჩვენს თანამემამულეებს ვუამბოთ:

  • როგორ ცხოვრობს ევროპა;
  • საინტერესო ამბები ევროპის პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და სპორტული ცხოვრებიდან;
  • რა აერთიანებს თუ განასხვავებს 27 სახელმწიფოს, რომელთაგან ზომით ზოგი თანამედროვე დიდ ქალაქს არ აღემატება და ზოგი კი ევროპის უდიდეს ქვეყანათა კატეგორიაშია;
  • ევროპის ხალხების ადათ-წესებზე, კულინარიისა თუ მეღვინეობის ტრადიციებზე;
  • ევროპის ძველი და თანამედროვე არქიტექტურული და საინჟინრო ძეგლების, მუზეუმების, საკონცერტო და სპორტული ნაგებობების შესახებ;
  • იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში წვლილი შეიტანეს ევროპის რაობის შექმნაში და იმათ შესახებაც, ვინც დღევანდელობას ქმნის;
  • იმ ევროპელების შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით დაკავშირებული არიან საქართველოსთან ან ქართველებთან;
  • იმ ქართველების შესახებ, რომლებიც, ევროპაში ცხოვრობენ; რას აკეთებენ ისინი, რა უხარიათ და სტკივათ, რა სირთულეები ექმნებათ და როგორ აგვარებენ თუ ვერ აგვარებენ ამა თუ იმ პრობლემას.

ჩვენ ვცდილობთ, სასარგებლო რჩევები და ინფორმაცია  მივაწოდოთ ევროპაში მოგზაურობის მსურველ ჩვენს თანამემამულეებს.

მოხარული ვიქნებით, თუ თქვენც გაგვიზიარებთ თქვენს მოსაზრებებს ჩვენი საქმიანობისა და თქვენი ინტერესების შესახებ. ვეცდებით, შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ თქვენი თვალსაზრისი და ინტერესები.

იმეგობრეთ ჩვენთან. ჩვენ სანდო ინფორმაციას გაწოდებთ.

 

euroambebi @ euroambebi . eu

 

 

Share